საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხმების 100% დათვლილია: "ქართული ოცნება" - ს რამდენიმე მანდატიღა სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად
2020/11/01 12:13:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ამ მონაცემებით ხმების თითქმის ნახევარი - 48,15 პროცენტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მას რამდენიმე მანდატიღა სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად.

პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:

·         ქართული ოცნება - 926 959 ხმა (48,15 %);

·         ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 522 463 ხმა (27,14 %);

·         ევროპული საქართველო“ – 72 752 ხმა (3,78 %);

·         სტრატეგია აღმაშენებელი – 60 592 ხმა (3,15 %);

·         ლელო“ – 60 691 ხმა (3,15 %);

·         პატრიოტთა ალიანსი – 60 493 ხმა (3,14 %);

·         გირჩი – 55 600 ხმა (2,89 %);

·         მოქალაქეები – 25 534 ხმა (1,33 %);

·         ლეიბორისტული პარტია“ – 19 281 ხმა (1 %).

·         სხვა პარტიებმა 1%-იანი ზღვარი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი იყო, ვერ გადალახეს.

ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც შეიძლება მცირედით შეიცვალოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია