დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს
2020/10/31 18:08:00

"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში  მერობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თი

 

თოეული მოქალაქის მერი იქნება.

"
საარჩევნო კამპანიაში 2020 წლის 3 სექტემბრიდან ჩავერთე. მიუხედავად ამ რთული პანდემიური ვითარებისა, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით, შევძელი გამემართა 100- ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის: გაერთიანებული და ინდივიდუალური შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან, თემატური შეხვედრა სხვადასხვა სფეროსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მადლობა ყველას, ვისაც შევხვდი, მომისმინა და თავისი აზრი გამიზიარა ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.
 
მათ, ვისთან მისვლაც და შეხვედრაც ვერ მოვახერხე, ვპირდები, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ქუთაისელის და მოქალაქის მერი ვიქნები, თითოეულის ჩართულობით შევუდგები ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, გაძლიერებას და განახლებას.

მადლობა ყველა მხარდამჭერს, რომელიც სიტყვით, საქმით გვერდით დამიდგა და ნდობა გამომიცხადა.

31
ოქტომბერი გამარჯვების დღეა! მოდი არჩევნებზე! გააკეთე სწორი არჩევანი, ქვეყნის, ქალაქის საკეთილდღეოდ!!!", - აღნიშნულია იოსებ ხახალეიშვილის მიმართვაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 467
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია