დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო არჩევნები 2020
ცსკო-ს მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/10/31 17:12:12

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული. მისი თქმით, აღნიშნული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.


“მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას”, — განაცხადა მიქელაძემ.

 

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 1 279 947 ამომრჩეველი გამოცხადდა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 36.45-%- ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია