დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო არჩევნები 2020
12 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/10/31 16:47:26

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა.


„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნა.

 

„ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა",- განაცხადა მიქელაძემ.

საქართვეროში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია