დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მითებს ავრცელებს Zneoba.ge ჰელოუინსა და გოგრაზე?
2020/10/29 22:58:00

ყოველწლიურად, ჰელოუინის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, მედიაში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციის თეორიები, რომელთა მიხედვით, ჰელოუინის აღნიშნვნა ,,ბნელი ძალებისთაყვანისცემისკენ მიმართული წარმართული რიტუალია. 26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა და ვებ. გვერდმა  Zneoba.ge- გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ჰელოუინის ,,ბნელ წარმომავლობაზედა იმაზე საუბრობს, თუ ,,რატომ ეწინააღმდეგება ის ეკლესიის სწავლებას”.
მითების დეტექტორიგთავაზობთ Zneoba.ge- მიერ გავრცელებულ მითებს და ჰელოუინის ისტორიას.
რა მითებს ავრცელებს Zneoba.ge ჰელოუინსა და გოგრაზე?



სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

 

2020 წლის 23 ოქტომბერს გვერდმა qadageba.ge გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურითპანდემია თუ კორონა-თაღლითობა”, რომელშიც ოთხი სასულიერო პირი - დავით ისაკაძე, დავით ქვლივიძე, დავით სულაშვილი და არჩილ ქიტუაშვილი, კორონივირუსის პირობებში საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებული შეზღუდვების, მათ შორის ეკლესიებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ საუბრობენ. მათი შეფასებით, “კორონავირუსის პანდემიასთანდაკავშირებული შიშები გაზვიადებულია, რეალურად პანდემია მსოფლიო მოსახლეობისათვის თავსმოხვეულია, ხოლო ტაძრებში ფიზიკური დისტანციის ან სხვა უსაფრთხოების ზომების დაცვამკრეხელური”, “ღვთისმბრძოლიზომებია. აქედან გამომდინარე, მიმართვაში მონაწილე სასულიერო პირი დავით სულაშვილი მრევლს მოუწოდებს, რომ განმეორებითი მკაცრი შეზღუდების დაწესების შემთხვევაში, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს და ეკლესიებში პირბადის და დისტანციის დაცვის გარეშე შეიკრიბონ.
სასულიერო პირების მიმართვა, გარდა უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისკენ მოწოდებისა, შეიცავს 6 დეზინფორმაციულ და 2 კონსპირაციულ მტკიცებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსის სტატისტიკის, ბილ გეითსის და PCR ტესტების შესახებ. გთავაზობთ, qadageba.ge- მიერ გავრცელებულ მიმართვაში გაჟღერებული დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებების მიმოხილვას.
სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

არის თუ არა კავშირი პირბადეებსა დაესპანური გრიპისმსხვერპლთა შორის ფაუჩის კვლევაში?

  
25
ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Irakli Chi საჯარო ჯგუფშიკორონა აფიორაგაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარების რისკი მის სარგებელზე მეტია, კერძოდ, პირბადეების ტარება ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს, CDC-ის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ კი ამ საფრთხის შესახებ 2008 წლიდან იცოდა. პოსტზე თანდართულ ფოტოში მოცემული ტექსტი ანნა ვონ რეიცს მიეწერება, რომლის პროფესიული გამოცდილება გავრცელებულ სქრინზე მითითებული არ არის.
Irakli Chi-
მიერ გავრცელებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფაუჩის კვლევაში აღნიშნულია, რომესპანური გრიპისპანდემიის დროს პაციენტების დიდი ნაწილი დაიღუპა არა უშუალოდ გრიპით, არამედ ბაქტერიული პნევმონიის შედეგად, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზად პირბადეების ტარება კვლევაში ნახსენები არ არის. დეზინფორმაციის ავტორი ანნა ვონ რეიცი კი ალასკის თვითგამოცხადებული მოსამართლეა.
არის თუ არა კავშირი პირბადეებსა დაესპანური გრიპისმსხვერპლთა შორის ფაუჩის კვლევაში?


გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰამა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებსმთავარი”?

  
2020
წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა  Travel Georgia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ  მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა ყალბი ამბავი გურჯაანში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდახმასთან დაკავშრებით. Travel Georgia- მიხედვით, “მთავარმა არხმარეპორტაჟში მცდარი ინფორმაციის დასადასტურებლად ამერიკის შტატ ოკლაჰომაში მომხდარი ძარცვის ფოტო გამოიყენა. გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს, გააზიარონ პოსტი, რათამთავარი არხისიცრუეში ამხილონ. პოსტს თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც წითლადაა მონიშნული ორი აფროამერიკელი თავდამსხმელი, ხოლო სურათის ქვედა ნაწილში ჩანსმთავარი არხის” 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ლოგო და რეპორტაჟის სათაური, თუმცა აღნიშნული კადრი დასათაურებულია არა როგორც გურჯაანში მომხდარი ყაჩაღობა, არამედშეიარაღებული ძარცვა დმანისში”. “Travel Georgia”- პოსტს თან არ ახლავსმთავარი არხისკონკრეტული გადაცემის ან სიუჟეტის ბმული, რომელიც შეიცავს აღნიშნულ კადრს.
“Travel Georigia”-
მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტომანიპულაციაა. “მთავარი არხისვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც გურჯაანის ბანკზე მომხდარ თავდასხმას ეხება. ხოლო სიუჟეტები, რომელიც დმანისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ასახავს, არხის 21 და 22 ოქტომბრის 9 საათიან გამოშვებებში გავიდა და მასში აღნიშნული კადრი გამოყენებული არ არის. ფოტომანიპულაციის გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰამა - რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებსმთავარი”?


როდის დაწვესქართული ოცნებისდროშები - საარჩევნოდ თუგავრილოვის ღამისშემდეგ?

  
2020
წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ,,ყოველდღიური მოვლენებიგააზიარა ფოტო, წარწერით: “ჭიათურა დღეს!” ფოტოზე ჩანს, თუ როგორ წვავენ ქართული ოცნების დროშებს. ფოტოს აღწერიდან და ვიზუალიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ვიზუალი მიმდინარე მოვლენას ასახავს. ფოტოს ბოლო მონაცემებით, 700-მდე გაზიარება და 1 500-მდე რეაქცია აქვს.
,,
ყოველდღიური მოვლენებისმიერ გაზიარებული პოსტი ფოტომანიპულაციაა, რადგან ის რეალურად არა ჭიათურაში, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და ის პირველად 2019 წლის 21 ივნისს  .. ,,გავრილოვის ღამისმოვლენების პროტესტთან დაკავშირებით გამოვეყნდა. წინასაარჩევნოდ 2019 წლის ფოტოს მანიპულაციურად გამოქვეყნება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი პარტიის მიმართ პროტესტს ჭიათურაში ახლა აქვს ადგილი.
როდის დაწვესქართული ოცნებისდროშები - საარჩევნოდ თუგავრილოვის ღამისშემდეგ?


დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

  
23
ოქტომბერს Facebook-გვერდებმა Fაქტები, განსხვავებული და Bachita გამოაქვეყნეს მამაკაცის ფოტო, რომელსაც თავი სახრჩობელის ყულფში აქვს გაყოფილი და იღიმის. სამივე პოსტს იდენტური აღწერა აქვს გაკეთებული: „მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 400 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს... სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი...“ 25 ოქტომბერს ფოტო იდენტური აღწერით გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე „Georgian • ქართველი“.
Facebook-
გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციაა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ალჟირელი ჰაკერი ჰამზა, არამედ მაჯიდ კავუსიფარია, რომელიც ირანში მოსამართლის მკვლელობისთვის 2007 წელს სიკვდილით დასაჯეს. ალჟირელ ჰაკერ ჰამზა ბენდელაჯს კი აშშ- სასამართლომ კომპიუტერული ვირუსის გავრცელებით ბანკების გაქურდვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯა.
დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 507
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია