საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა (R)
2020/10/29 22:54:00

იოსებ ხახალეიშვილი: პროგრამამ "აწარმოე საქართველოშიარაერთ საწარმოს გაუწია დახმარება ქუთაისში

"
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  სამკერვალო საწარმო "იმერში" დასაქმებულებს შეხვდა. "იმერისახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოსფარგლებში გაფართოვდა.

ქუთაისის მერობის კანდიდატი "იმერისმუშაობის პროცესს გაეცნო და საარჩევნო პროცესის სპეციფიკასა და პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი საწარმოების მნიშვნელობას, მოქალაქეთა დასაქმებისა და სოციალური ყოფის მოწესრიგების კუთხით.

"
სამკერვალო "იმერიარის ნათელი მაგალითი როგორ განვავითაროთ ბიზნესი საქართველოში, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ქმნის ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში და გადის ექსპორტზე. სწორედ ასეთი კომპანიები და საწარმოები გვჭირდება. უკვე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მსგავს საწარმოებს, რათა გქონდეს მეტი სამუშაო ადგილი, რაც დაგვეხმარება სოციალური საკითხების მოგვარებაში და ამავდროულად ხელს შეუწყობს ჩვენი სახელის დამკვიდრებას ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სამკერვალო ფაბრიკას 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც. ქუთაისში "იმერის" 2 მაღაზია მუშაობს.

"
ფაბრიკის განახლება პროექტისაწარმოე საქართველოსფინანსური დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი. კომპანია ძირითადად ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზეა ორიენტირებული და 20 წელზე მეტია, რაც წარმოდგენილი პროდუქციის (95%) სრულ ექსპორტს ახორცილებს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებისთვის. საწარმოში ამ დროისათვის 120 ადამიანია დასაქმებული.  შესაძლებელია, თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. რომ არა პროექტიაწარმოე საქართველოში“, ჩვენ ამის გაკეთება გაგვიჭირდებოდ", - განაცხადა  საწარმოს დირექტორმა მაია სიმონიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 58
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია