საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური გამოძიება
ვინ გააქრო საყოველთაო ჯანდაცვის ანტიკორუფციული მოდელი
2020/10/28 20:53:15

 გამომძიებელ ჟურნალისტთა პორტალი  #აიფაქტი:  გვიამბობს  ამბავს იმაზე, თუ როგორ გახადეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეწველი ძროხა.


“ქართული ოცნება” თავის მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიიჩნევს. დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხშირად ამაყობს ამ რეფორმით. 

 

სპეციალისტებს თუ მოვუსმენთ, ყოფილ მინისტრს საამაყო არაფერი უნდა ჰქონდეს, პირიქით. მისმა გადაწყვეტილებამ ეს რეფორმა კორუფციის რისკის ქვეშ დააყენა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების დიდ გადინებას შეუწყო ხელი. 

 

ვინ იხეირა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმით?  

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ, კლინიკებში მიმართვიანობა და გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ფონდ “კურაციოს” კვლევის მიხედვით, 2013-2017 წლებში, პაციენტთა ვიზიტები 61 პროცენტით, გადაუდებელი ქირურგიული მომსახურებები კი 300 პროცენტით გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტრომ განახლებული მონაცემები დროულად არ მოგვაწოდა. 

 

“კურაციოს” მკვლევარ ლელა სულაბერიძის აზრით, სასწრაფო შემთხვევების ასეთი ზრდა არაბუნებრივია. ის ეჭვობს, რომ მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად, კლინიკები დიაგნოზებს განზრახ ამწვავებენ:

 

“გადაუდებელი შემთხვევების მატება ასე არ ხდება, თუ არ არის მძიმე პანდემიები ან გახშირებული სატრანსპორტო შემთხვევები, როდესაც აუცილებელია პაციენტის გადაუდებლად მიყვანა დაწესებულებაში. 2005-დან 2013-მდე, სასწრაფო და დაგეგმილ ოპერაციებს შორის ვერ ვხედავთ ასეთ მკვეთრ მატებას, სტაბილური იყო ეს ციფრი. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, გადაუდებელი შემთხვევების რიცხვი 300 პროცენტით იზრდება. ლოგიკურია გაჩნდეს ეჭვი, რომ ხდება შემთხვევების ‘გასასწრაფოება”.  

 

“არ შეიძლება, გადაუდებელი შემთხვევები გადასცდეს 4-5 პროცენტს. ჩვენთან შვიდივე წლის განმავლობაში, პირობითად, 38 პროცენტი იყო. ექიმებმა და საავადმყოფოებმა, მუქთა ფული რომ მიეღოთ, დაიწყეს გეგმიური შემთხვევების გასასწრაფოება,“ – ამბობს ექიმი გია ნიშნიანიძე.

 

გადაუდებელი შემთხვევების ზრდასთან ერთად იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. 2014-დან 2019 წლამდე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა (როცა პაციენტი კლინიკაში 24 საათზე მეტხანს დარჩა) 146,303 შემთხვევით გაიზარდა.

 

ეს რიცხვი გაზრდილია ცალკეულ რეგიონებშიც. მაგალითად, ქვემო ქართლში 2019 წელს, 2014-თან შედარებით, 10,700-ით, აჭარაში 13 ათასით, იმერეთში კი 32 ათასით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

სრულად წასაკითხად გადადით ლინკზე https://www.ifact.ge/jandatsva/?fbclid=IwAR0QM1KQuHSPhxtpQpgAG5ZAJ87UWhbo-truqSnlb6vHXY1pZAnlDnpxiz0

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 89
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია