დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელი გაუპატიურების მცდელობისთვის დასაჯეს
2010/05/04 13:38:36

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ხულოელი გიორგი და პაატა გორგილაძეების საქმე. მათ ბრალად ედებოდათ თანასოფლელი არასრულწლოვანი გოგონების ჯგუფურად გაუპატიურების მცდელობა. ხელვაჩაურის სასამართლომ ამ ბრალდების გამო მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდების თანახმად, ისინი დების საცხოვრებელ სახლში მალულად შეიპარნენ და მათ გაუპატიურებას შეეცადნენ, მაგრამ გოგონებმა მათი მოგერიება შეძლეს (ერთმა მოძალადეს ფერდში უკბინა, მეორემ - ხელზე). ატეხილი ყვირილისა და ხმაურის შედეგად გორგილაძეები დაფრთხნენ და გაიქცნენ, თუმცა ადგილზე მტკიცებულებები დატოვეს.

მსჯავრდებულის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს ბრალის შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. ისინი გორგილაძეების გასამართლებას ქურდობის განზრახვისათვის ითხოვდნენ. სასამართლოს წინაშე განსასჯელებმა ბრალი არ აღიარეს. მათ განაცხადეს, რომ ბინაში ძარცვის მიზნით შეიპარნენ, თუმცა გოგონებს გაეღვიძათ და მათ გაჩუმებას ცდილობდნენ, პირზე ხელს აფარებდნენ, სხეულზეც შემთხვევით გადააწვნენ, ამავდროულად, არ იცოდნენ, თუ რომელი რომელ გოგონასთან აღმოჩნდა.

სასამართლომ განსასჯელების ჩვენება არ გაიზიარა, რადგან დაზარალებულები და საქმეზე არსებული მტკიცებულებები საწინააღმდეგოს აჩვენებდნენ. თუმცა ქუთაისის სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალი, რაც ჯგუფური გაუპატიურების მცდელობას ეხება - გორგილაძეებს ეს მუხლი მოეხსნათ. შესაბამისად, გიორგი გორგილაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, პაატა გორგილაძეს კი, რომელიც მუსიკას ასწავლიდა იმავე სკოლაში, სადაც დაზარალებული გოგონა სწავლობდა, სასამართლომ განაჩენი არ შეუმსუბუქა - რადგანაც „მასწავლებლისათვის“ ცნობილი იყო პოტენციური მსხვერპლის არასრულწლოვანების შესახებ. მას გისოსებს მიღმა 10 წლის გატარება მოუწევს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია