დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანიამ - #დაინახეყველაფერი - იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/10/26 13:16:21

 

 

ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანიამ #დაინახეყველაფერი ახალგაზრდული იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 15-18  წლის 50-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. იდეების კონკურსის მიზანი იყო, მონაწილეებს შეემუშავებინათ იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ არსებული სტიგმის დასაძლევად, კერძოდ კი დისკრიმინაციისა და სტიგმისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად.

 

მონაწილეებს იდეების საბოლოო წინადადების წარმოდგენამდე ჩაუტარდათ ცნობიერების ამაღლების ონლაინ ტრენინგები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ არსებული მითებისა და რეალობის შესახებ.

 

დასახელდა ოთხი გამარჯვებული იდეის ავტორი:

 

თინათინ რუხაძე, 16 წლის, თბილისი - სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული დისკუსიები, რომლის მიზანია შშმ ბავშვების მიმართ ემპათიის გაღვივება და მათი ყოველდღიური ბარიერების შესწავლა-ამოცნობა.

 

ნინო ხარაბაძე, 16 წლის, სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში - შეიქმნება სკოლასთან არსებული საინფორმაციო კლუბის, რომლის მიზანი იქნება შშმ მოსწავლეების და მათი მშობლების რეგულარული შეხვედრები ტიპური განვითრების ბავშვებთან და ისტორიების გაზიარება.

 

მარიამ მიროტაძე, 16 წლის თბილისი - შეიქმნება ვებ-გვერდი, რომელიც გააერთიანებს შშმ ახალგაზრდებზე ცოდნებს, ასევე მისცემს მათ და მათ თანატოლებსა და მშობლებს შესაძლებლობას ისაუბრობ სკუთარ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე.

 

ქეთი თოდრია, ნანა თოლორაია, ნია კვარაცხელია, ზუგდიდის რაიონი, სოფელი კორცხელი  - დაინერგება ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

 

გამარჯვებულებს გადაეცათ  სპეციალური პრიზები კამპანიისგან დაინახე ყველაფერი. ამავდროულად, კამპანია თითოეულ პროექტს დაეხმარება საინფორმაციო მასალების მიწოდებასა და  დამატებითი კონსულტაციების მიცემაში.

 

აღსანიშნავია, რომ იდეების კონკურსის მხარდამჭერია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც კონკურსის გამარჯვებულს, მარიამ მიროტაძეს ტექსნიკურ დახმარებას გაუწევს ვებ-გვერის შესაქმნელად.

 

იდეების კონკურსს ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანია #დაინახეყველაფერი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ინიციატივით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

 

ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

  • გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;
  • დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;
  • ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;
  • ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია