დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკა ბესელიას ძმა და შვილი ქუთაისში გაასამართლეს
2010/05/04 13:35:22

27 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ცნობილი ადვოკატის - ეკა ბესელიას ძმისა და შვილის გახმაურებული საქმე განიხილეს. ინციდენტი ქობულეთში 2009 წლის 19 აგვისტოს მოხდა. კაფეში „ელზა“ მომხდარი ჩხუბისა და აყალმაყალის გამო, ხულიგნობის ბრალდებით, ოთხი პიროვნება დააკავეს, მათ შორის - ბესელიას ძმა სერგო ბესელია და შვილი რატი მილორავა. ხულიგნობის ბრალდებას პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობაც დაემატა. დაკავებულები გირაოს საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს. საქმე ქობულეთის სასამართლომ დეკემბერში განიხილა, სადაც სერგო ბესელიას 2 წლითა და 6 თვით, რატი მილორავას კი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასამართლო პროცესზე მილორავა არ მივიდა, რის შემდეგაც ის ძებნილად გამოცხადდა. ინციდენტის დანარჩენმა წევრებმა ვალერი კირვალიძემ და როინ ცაგარელმა სამართალდამცველებთან თანამშრომლობის გზა ამჯობინეს. მათ ბრალი აღიარეს, მოგვიანებით კი საპროცესო გარიგების შედეგად სასჯელიც შეიმსუბუქეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, როინ ცაგარელს პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 2 წელი და 5 თვე 1 წელი და 4 თვემდე შეუმცირდა. ვალერი კირვალიძეს კი, რომელსაც 1 წლითა და 4 თვით ელოდა თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრი პირობითად ჩაუთვალეს.

სერგო ბესელია სამართალდამცველებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა, მის მიმართ ქუთაისის სასამართლომ ქობულეთის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, ისევე, როგორც რატი მილორავას მიმართ, რომელსაც დაკავების შემთხვევაში 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა ემუქრება. პროცესს ეკა ბესელიაც ესწრებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია