დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს ქუთაისელები ძალიან ხმამაღლა გააგონებენ თავის სათქმელ ივანიშვილს, რომ მისი დრო არის ამოწურული - კახიძე
2020/10/21 17:10:00

დღეს, 21 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

 

ავტომობილების აქცია დაიწყო უკვე საქართველოს დიდ ქალაქებში. ავტომობილები  თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.

 

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, დღეს ქართველი ხალხი ძალიან ხმამაღლა გააგონებს თავის სათქმეს ბიძინა ივანიშვილს, რომ უნდა დასრულდეს მისი 8 წლიანი ჭაობი.

 

შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრათან გაიმართება.

 

„ევროპული საქართველო მართვას აქციას „დაუსიგნალე ბიძინა ივანიშვილს“, ჩვენ ვიძრებით ქუთაისიდან, რომელსაც ივანიშვილმა პარლამენტი წაართვა და გააჩერა ქალაქი და ჩვენ 8 წლიან ივანიშვილის ჭაობს უნდა დავუსვათ 10 დღეში წერტილი და დღეს ქართველი ხალხი ძალიან ხმამაღლა გააგონებს თავის სათქმელ ივანიშვილს, რომ მისი დრო არის ამოწურული და არის ცვლილებები დრო.“ - განაცხადა კახიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია