დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ეროვნული კინოცენტრი ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას ქმნის
2020/10/20 14:28:00

 

ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა დაშემოქმედებითი ევროპისმხარდაჭერით შეიქმნება.

 

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმაშემოქმედებითი ევროპისმედია ქვეპროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (EACEA-25-2019 FILMEDU) მოიპოვა გამარჯვება და გრანტი 205 295 ევროს ოდენობით. „შემოქმედებით ევროპასთანთანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორიის მანძილზე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ისე გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი კი მხოლოდ ხუთ მათგანს ერგო. პროექტის პარტნიორები არიან: იტალიის კინოარქივის ფონდი (Fondazione Cineteca Italiana),  ჩრდილოეთ ირლანდიის შემოქმედებითი სწავლების ცენტრი (The Nerve Centre) და სერბეთის ეროვნული კინოარქივი (the National Cinèmatheque of Serbia). ოთხივე პარტნიორი 2 წლის მანძილზე ერთობლივად იმუშავებს პლატფორმის შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის ენაზე.

 

ისტორია-კინო-ისტორიაკინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

 

პროექტის მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას, ასევე, შეიქმნება იმ ფილმების კატალოგი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მე-20 საუკუნის ისტორიის შესასწავლად.

 

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ სივრცე და თხრობის აუდიო-ვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეო ლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

 

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტისკინო სკოლაშიფარგლებში.

 

კინო სკოლაშიარის პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი უკვე 6 წელია წარმატებით ახორციელებს. იგი უკვე ორჯერ (2016-2017 და 2018-2020 წლებში) იყოშემოქმედებითი ევროპისამავე კონკურსში გამარჯვებული პროექტების პარტნიორი.

 

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება. იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია