საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნუნუ მიცკევიჩი: „19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება საუნივერსიტეტო სივრცეებში, ხოლო სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება“
2020/10/19 00:20:00

ნუნუ მიცკევიჩი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „19 ოქტომბრიდან  თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ.

 

სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები  ისევ დისტანციურად წარმართავენ.

 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია - ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია