დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ექსტრამითში” დასაქმებულებს შეხვდა (R)
2020/10/13 22:56:00

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაექსტრამითშიდასაქმებულებს შეხვდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას მუშაობა კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია.

"
კომპანიაექსტრამითის" პროდუქციას კარგად იცნობენ ჩვენ ქალაქში. დიდი მადლობას იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში წარმოება არ გაჩერებულა და აწვდიდა მოსახლეობას პროდუქციას. დარწმუნებული ვარ, რეკომენდაციების დაცვით და გათვალისწინებით გადავლახავთ ამ პანდემიას, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატებები ექნება და ქართულ ბაზარზე ლიდერად დარჩება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქში მსგავსი კომპანიების გამართულ მუშაობას, მეტად განვითარებას, რადგან ეს ნიშნავს მეტ დასაქმებს და მეტ წილს ეკონომიკაში", - მიმართა მერობის კანდიდატმა "ექსტრამითის" თანამშრომლებს.
 
კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაექსტრამითი” 2010 წლიდან ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების საწარმო უკრაინელი ტექნოლოგის ხელმძღვანელობით 3 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია