დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ მათი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია (R)
2020/10/08 15:45:00

"ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია“, - ასე მიმართა "ქართული ოცნებისქუთაისის მერობის კადიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

მერობის კანდიდატი ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო სტრატეგიაზე ესაუბრა და მათგან ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა

 

"ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩაა ურბანული და ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაა თანამედროვე მჭიდრო დასახლება და განთავსებულია მრავალი მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი. ჭავჭავაძის ქუჩის, ყველაზე დატვირთული ნაწილის მცხოვრებლებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობაც კი ჰქონდა. გავეცანი მათ შეხედულებებს, ინიციატივებს, მივიღე რჩევები, შენიშვნები და მხარდაჭერა. მოსახლეობის მოსმენაგონივრული რჩევის მიღება, მათი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება, მათთან რაციონალური თანამშრომლობაა ზუსტად ჩემი მთავარი გეგმა მერად არჩევის შემდეგ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია