დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 8 ოქტომბერს გამოვლინდება
2020/10/08 15:29:00

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (პეკინის #40) სპეციალური კომისია გამოავლენს საქართველოს კანდიდატ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. კომისია გადაწყვეტილებას კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

 

სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:

·  ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი

·  ოთარ ბუბაშვილი

·  გოგი გვახარია

·  ლაშა ბაქრაძე

·  ნანა დოლიძე

·  რამაზ ხოტივარი

·  ალეკო ცაბაძე

·  გიორგი შველიძე

·  სალომე დემურია

·  ია შუღლიაშვილი

·  მაკო ჭილაშვილი

·  ანა ჭყონია

·  მარიამ ხაჭვანი

·  ვაკო კირკიტაძე

·  ლაშა ცქვიტინიძე

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.


ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

1.    დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი

2.    უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია

3.    ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 17:00 საათზე გამოცხადდება, მანამდე კი ღონისძიება დახურული იქნება მედიისთვის

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია