დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკების მედპერსონალს შეხვდა (R)
2020/10/06 22:18:00

"ქართული ოცნება - დემოკრატიური საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკებს ესტუმრა და მედპერსონალს შეხვდა.

კანდიდატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ერთად, სხვადასხვა საკითხებს შეეხო.
 
"
მედიცინის სფეროს წარმომადგენლების აზრი და შეხედულება ყველა ვითარებაში გასათვალიწინებელია, რადგან მათზე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული და ამ მიმართულებით ჩვენზე უკეთესად აფასებენ სიტუაციას. ახლა მათ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უწევთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა დაღლას არასოდეს იმჩნევენ და ისე ემსახურებიან თითოეულ ადამიანს. სწორედ ასე დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს მათი მხარდაჭერა,  ყოველთვის მოვისმენ მათ შეხედულებებს და გავითვალისწინებ, რადგან  მათ სწორად ესმით ბევრი პრობლემა და მზად არიან მის გადასაჭრელად ჩვენს გვერდით დადგნენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მე-5 და მე-2 პოლიკლინიკები, ქუთაისსა და მის შემოგარენს უკვე 20 წელზე მეტია, ემსახურებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია