დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ერთად ვიზრუნებთ, რომ ქუთაისი კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და თითოეული თანაქალაქელის აქტიური ჩართულობით ვაქციოთ მეტი შესაძლებლობების ქალაქად (R)
2020/10/01 18:31:00

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, დღეიდან საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებს.

 

მისივე თქმით, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე მერის თანამდებობაზე მეტი  შესაძლებლობები ექნება, იზრუნოს და იმუშაოს ქუთაისისთვის.  

 

"ოფიციალურად დავტოვე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა და დავრეგისტრირდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გუბერნატორს, წარმატებული თანამშრომლობისათვისჩემი იდეების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ვიმუშავე ამ ხნის განმავლობაში

 

მოკლედ მინდა შევაჯამო ჩემი 7 წლიანი საქმიანობა სამხარეო ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო დონეზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, რაც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა: მათ შორის 7 ახალ რეგიონთან დამეგობრებას, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში  გაწევრიანებას, ასევე, ევროპის საბჭოს კულუტურული მარშრუტების პროგრამის წევრობასრამაც  საშუალება მოგვცა  მომავალ წელს ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ქუთაისში

 

დღეს რეგიონში 9 საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამა მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში იმერეთში 3 წლის განმავლობაში 25 მლნ  ევრო დაიხარჯება, ამ პროგრამის მომზადებაში თავად გახლდით აქტიურად ჩართული. გამოვყოფდი არაერთ  ახალგაზრდულ  საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, ჩვენი ახალგაზრდებისათვის რეგიონის მასშტაბით.

 

სწორედ ამ გამოცდილებით, ამ თანამშრომლობით, ამ კავშირებით მოვდივარ ჩემ გუნდთან ერთად ამჯერად ქუთაისისთვის, მოვდივარ იმისათვის, რომ ქუთაისი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქი და გავხადოთ კიდევ უფრო ცნობადი, რომ ჩვენმა ქალაქმა შეძლოს კიდევ უფრო ღირსეული ადგილის დამკვირდება საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩემ გუნდთან ერთად ამას წარმატებით განვახორციელებ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ქუთაისისთვის ყველაფერი გაკეთდება მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით.

 

"მოვისმენთ ყველას შეხედულებას, დავგეგმავთ და განვახორციელებთ ყველაფერს ერთად და ეს ასე გაგრძელდება 31 ოქტომბრის შემდეგაც. მეძლევა საშუალება თქვენთან ერთად უფრო მეტი გავაკეთო ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული ქუთაისელისთვის, რადგან პრიორიტეტი სწორედ ჩემი თანამოქალაქეების კეთილდღეობა იქნება. ერთად ვიზრუნებთ ქუთაისის წარმოჩენაზე თავის კულტურით, ისტორიული წარსულით და უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია