დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო (R)
2020/10/01 18:16:00

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ღონისძიებების ფარგლებში მასობრივი ველო-გარბენი და ჭადრაკში სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ფასეულია და მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ყოველდღიურად, რაც გულის დაავადებების რისკს შეამცირებს.

29
სექტემბერს მსოფლიოში  გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ის 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია