დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგანმანათლებლო პროექტი სამცხე-ჯავახეთში - უკეთესი განათლებისთვის
2020/09/24 22:58:00

სამცხე-ჯავახეთის რეგიოში - ახალი სკოლის მოდელის შესაბამისადრეგიონის საჯარო სკოლის 204 დირექტორი და 309 მასწავლებელი (ჯამში 513 ადამიანი) გადამზადდება. საბაზისო განათლების პროექტის RTI-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით.(USAID-ის დაფინანსებით.)

 

ახალი პროექტი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას, ახალი სასწავლო პლატფორმების შექმნას ითვალისწინებს, სადაც განთავსებული იქნებ უახლესი სასწავლო რესურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ცვლილებების ეფექტიანობას.

 

პროექტის მენეჯერი (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროფესორი ირმა ქურდაძესამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი და განათლების და მეცნიერების სამინიტროს ახალი სკოლის მოდელის ექსპერტია.

ირმა ქურდაძის თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნას, კითხვისა და მათემატიკის თანამედროვე მეთოდოლოგიის შესაბამისად. სკოლის დირექტორები კი იქნებიან აღჭურვილები თანამედროვე მენეჯერის შესაბამისი ლიდერული და კომიკაციური უნარ-ჩვევებით, რაც უზრუნველყოფს თითოეული სკოლისათვის საკუთარი ნიშის მოპოვებას და მათი ინდივიდუალური სახის განსაზღვრას საგანმანათლებლო სივრცეში.

  

პროექტის განხორციელების პერიოდში ქოუჩინგის პრინციპების საფუძვლებზე განხორციელება მონიტორინგი და შეფასების გეგმა დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად თითოეულ სკოლაში.

ეთნიკური უმცირესობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში შეთავაზებული იქნება მათზე ორიენტრებული სასწავლო მოდულები, რაც შესაძლებელია იმის საფუძველზე, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება ეთნიკურ უმცირესობებთან და სსსმ  მოსწავლეებთან მუშაობის კუთხით.

 

ქალბატონმა ირმამ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა:

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად პერიოდულად მოხდება მოსწავლეთა შედეგების შეფასება სხვადასხვა ტიპის ტესტების, დავალებების საშუალებით, რაც მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ მოსწავლეთა პროგრესი-რეგრესი კითხვისა და მათემატიკის მიმართულებებით.

 

და ამასთან,  მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები და სხვადასხვა შეფასებებით მოხდება მასწავლებელთა მიერ მიღებული ცოდნის გამოვლენა.

ქოუჩინგის პრინციპები კი საშუალებას მოგვცემს მასწავლებლების საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით მოვახდინოთ მიმდინარე სასწავლო პროცესის შეფასება, რაც ალბათ პროდუქტიულია მასწავლებელ კარიერული ზრდის პროცესში.

  

ყველას წარმატებებ ვუსურვებთ ამ არაჩვეულებრივ შესაძლებლობათა ფორმატში.

 

 

იზა იანვარაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია