დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ (R)
2020/09/21 18:27:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნებისგენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაჩხერისჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთანპაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთანკობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის   დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

მშენებელი კომპანიის დირექტორისნიკოლოზ ჭკადუას თქმითამ ეტაპზეაქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზებოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დროდაახლოებით 2 საათიახოლო ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდებასატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხსგანსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

 „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებითაღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტიარომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის  3.5 საათი იქნება საჭირო.

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნლარს შეადგენსსაერთო სიგრძე კი 51 კმ-იაპროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია