დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
2020/09/21 16:06:00

 

19 სექტემბერს, 20:00 საათზე განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული დირექტორი, გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელი გახდა, ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან:
გელა მაჭარაშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვარდენ ნიქაბაძე - მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.
კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

 

 

ორგანიზაციის შესახებ

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ფონდი მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად.

გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

დაფუძნების დღიდან ფონდმა დააფინანსა და მხარი დაუჭირა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან წამოსულ არაერთ ინიციატივასა და პროექტს, სადაც პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; მომავალი პედაგოგების მხარდაჭერა და წახალისება, სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლება; პროფესიული გაერთიანებების (საგნობრივი ასოციაციების) გაძლიერება და ინსტიტუციური განვითარება; სასწავლო რესურსების შექმნა (მათ შორის, ონლაინ) ზოგადი განათლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის; არაფორმალური განათლება; გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა, ფონდი ასევე მზად არის მხარში დაუდგეს პროექტებს, რომლებიც სისტემურ ცვლილებას მოახდენენ განათლების სფეროში და ფოკუსირებული იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საუკეთესო გლობალური პრაქტიკის დანერგვა; სასწავლებლის შეფასება; საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები; სასწავლო რესურსები და სტანდარტები, ქმედითი პროფესიული ორიენტაცია; განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ასევე, შემოქმედებით ინიციატივებსა და ინოვაციებს, რომლებიც გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება და პოზიტიურ გავლენას მოახდენს სისტემის რაც შეიძლება მეტ მონაწილეზე. რაც მთავარია, მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მიიღოს ხარისხიანი განათლება და გახდეს საზოგადოების წარმატებული წევრი. გპფ ღიაა ნებისმიერი ინიციატივისა და სიახლისთვის, რომელიც შესაძლოა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან შემოვიდეს პროექტის, კონცეფციის ან იდეის სახით. ფონდი ნებისმიერ ასეთ განაცხადს განიხილავს და შემდეგ ავტორებთან ერთად იწყებს მუშაობას პროექტის შინაარსობრივ და პროცედურულ ნაწილზე.

გპფ აფინანსებს ისეთ პროექტებს/ინიციატივებს, რომლებიც თანხვედრაშია ფონდის მიზნებთან. ამ პროექტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სხვა დონორი/გრანტის გამცემი, ან შემომწირველი, რომელთა ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას; იმავდროულად, პროექტს უნდა ჰქონდეს გაზომვადი შედეგები და შემუშავებული ჰქონდეს საკომუნიკაციო გეგმა. ინიციატივის/პროექტის განხილვისას ფონდი ყურადღებას აქცევს შემსრულებელი გუნდის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. შენიშვნა: გპფ- მიერ არ გაიცემა გრანტები ფიზიკურ პირებზე, მათ შორის საზღვარგარეთ სასწავლებლად, და ასევე არ ფინანსდება ინფრასტრუქტურული ან სოციალური ტიპის პროექტები.

ფონდის მიერ 2017-2020 წლებში დაფინანსდა 20 პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტი აჭარბებს ერთ მილიონ ლარს. გპფ- გრანტიორები არიან: „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, კოალიციაგანათლება ყველასათვისსაქართველო”, ათასწლეულის ფონდი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისურად მოსაუბრეთა კავშირი. გარდა ამისა, კოალიციისთვის გაცემული გრანტების ფარგლებში დაფინანსდა: ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის", პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტი.

მომავალი მასწავლებლების წახალისების მიზნით, 2020-21 სასწავლო წლიდან, ფონდი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო, გორის სასწავლო და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფონდის მიერ 2017-2020 წწ. დაფინანსებული პროექტები (არასრული ჩამონათვალი):
1.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, 2017-2020 წწ.
2. TVET award (2017-20
წწ.)
3. English Speaking Union, 2019
.
4.
მასწავლებელთა ინიციატივების მხარდამჭერი პროექტი 2018/19 წწ.
5.
მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა 2018 .
6.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტების სტიპენდირება, 2018 და 2019 წლების ნაკადები
7.
სკოლის ლიდერობის პროექტი 2020 .
8.
დებატები უკეთესი განათლებისთვის 2020 .
9.
სასწავლო რესურსები განათლების ხელმისაწვდომობისთვის - სწრაფი რეაგირება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე 2020 .

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია