დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/21 14:01:25

დღეს ქუთაისში კოვიდ 19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.ეს შემთხვევა კლინიკა "ბომონდში" მოხდა.

 

გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც აფხაზეთიდანაა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.



"პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct -ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,"-აცხადებენ "კლინიკა ბომონდში".



ამ დროისათვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის.


ეს ფაქტი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-20 შემთხვევაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია