საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია გულის მწვავე შეტევით დღეს დილით კლინიკა „ელჯიში“ მოათავსეს
2020/09/16 20:47:00

პარტიათავისუფალი საქართველოსთანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია გულის მწვავე შეტევით დღეს დილით კლინიკაელჯიშიმოათავსეს. კლინიკის დირექტორის ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა და სამედიცინო მანიპულაცია.

გოგი წულაიას აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ეს არის მისი რიგით მესამე მწვავე შეტევა. მას ჩატარებული აქვს სამი კორონალური სტენტირება. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ესაჭიროება აუტოკორონოგრაფიული შუნტირების ოპერაცია. შეიკრიბება კონსილიუმი და გადავწყვეტთ, როდის ჩაუტარდება ოპერაცია“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან ზაზა ლომინაძემ.

გოგი წულაია პარტიათავისუფალი საქართველოსმაჟორიტარი კანდიდატია ქვემო იმერეთის ოლქში, ის კენჭს იყრის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ხონის ოლქში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 84
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია