საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აიძულებს თუ არა UNICEF საქართველოს ვაქცინაციას?
2020/09/16 20:06:00

აიძულებს თუ არა UNICEF საქართველოს ვაქცინაციას?

 

13 სექტემბერს საზოგადოერივ-პოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისთავჯდომარე ლევან ჩაჩუამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩაჩუა ამტკიცებს, რომ იუნისეფი კოვიდ 19-ის ვაქცინის შესყიდვაშია ჩართული, რათა საქართველოში ბავშვებს სავალდებულო აცრები ჩაუტარდეთ. ჩაჩუას თქმით, ვაქცინაცია ხელისუფლების მხრიდან თავსმოხვეულია და ამაში მას იუნისეფიც ეხმარება, რომელიც ვაქცინების ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან ჩაჩუა გაეროს ოფისთან აქციას გეგმავს და საქართველოდან იუნისეფის გაძევებას ითხოვს. 14 სექტემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა zneoba.ge-, სტალინმა დაქართული იდეისვებ-გვერდმა, რომელსაც სტატიის გარეკანზე ბილ გეიტსის ფოტო აქვს თანდართული.
დოკუმენტი (COVAX Facility), რომლის მოპოვებაზე ლევან ჩაჩუა საუბრობს, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. იუნისეფი კი არა იძულებით ვაქცინაციას, არამედ ქვეყნებს შორის ვაქცინების თანაბრად განაწილებას უზრუნველყოფს, რათა კორონავირუსის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანას, მათი შემოსავლიანობის მიუხედავად, ჰქონდეს. საქართველო პროგრამაში თავისი ინიციატივით ჩაერთო, შესაბამისად მტკიცება, თითქოს ვაქცინაცია იუნისეფის მიერ არის თავსმოხვეული და მას სავალდებულო ხასიათი აქვს, დეზინფორმაციაა. ამასთანავე, ვაქცინების მიწოდება მას შემდეგ მოხდება, რაც მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცდება.
აიძულებს თუ არა UNICEF საქართველოს ვაქცინაციას?

 

რამდენ ტყეს ფლობენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში?

 

17 აგვისტოს ტელეკომპანიაობიექტივისგადაცემაშიღამის სტუდია“ “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელმა  ნანა დევდარიანმა, რომელიც ამჟამად პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრია, სახელმწიფოს მიერ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ტყის მასივების გადაცემაზე ისაუბრა.  მისი თქმით, საქართველოში ტყის მასივების დიდი წილი ჩინეთის მოქალაქეებზე ხანგრძლივი იჯარით არის გადაცემული.
დევდარიანის განცხადება, თითქოს ტყის მასივების უდიდეს ნაწილს გრძელვადიანი ლიცენზიებით ჩინეთის მოქალაქეები ფლობენ, დეზინფორმაციაა საქართვლოში ტყეს ერთადერთი ჩინური კომპანია დროებით სარგებლობაში 2027 წლამდე ფლობს და მის სარგებლობაში არსებული ტყე ქვეყნის ტყით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ 1,4%- შეადგენს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინეთის მოქალაქისთვის ტყის გადაცემა სარგებლობაში არც ერთი ფორმით არ მომხდარა.
რამდენ ტყეს ფლობენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში?

როგორ გახდა “ეროვნული ყრილობაძალაუფლება ხალხს” “კორონა მაფია” და ვინ მანიპულირებს სტატისტიკით? 

Facebook-მომხარებელმა მანო ბერიძემ Facebook-ჯგუფშიკორონა მაფია“, რომლის ერთ-ერთი მოდერატორი თავადაა, 7 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იტალიელი ვირუსოლოგის, ჯულიო ტაროს ციტატაა მოყვანილი. ტარო ამტკიცებს, რომ იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს იტალიური მედიის გავრცელებულ მონაცემებში ჩანს. აღნიშნული პოსტი, ინფორმაციის სახით, სათაურითსკანდალური აღიარება იტალიელი ვირუსოლოგის ჯულიო ტაროსგან : .. ეპიდემიის დასაწყისში იტალიაში ტელევიზიით გამოცხადებული 1000 გარდაცვლილიდან მხოლოდ 18 იყო ვირუსით გარდაცვლილისაკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა Tvalsazrisi.ge-მაც.
ჯულიო ტაროს განცხადება რიცხვებით მანიპულირებაა. ტარო ვირუსით გარდაცვლილებად მხოლოდ მათ მიიჩნევს, ვისაც პარალელურად სხვა დაავადება არ ჰქონია. 21 მაისისთვის იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა 3032 ადამიანიდან არცერთი თანმხლები დაავადება მხოლოდ 124- არ ჰქონდა, მხოლოდ 1 თანმხლები დაავადება ჰქონდა 454 პაციენტს, 2 თანმხლები დაავადება - 648-, ხოლო 3 თანმხლები დაავადება 1806 გარდაცვლილს.
როგორ გახდაეროვნული ყრილობა. ძალაუფლება ხალხს” “კორონა მაფიადა ვინ მანიპულირებს სტატისტიკით?

ვის არ სჯერა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის?

 

8 სექტემბერს ტელეკომპანიაობიექტივისღამის სტუდიის გადაცემაშიყველას გასაგონადპატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ  რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე  ისაუბრა. Მისი თქმით, დადასტურდა, რომ ალექსეი ნავალნინოვიჩოკითმოწამლული არ არის. 8 სექტემბერს ნავალნის მოწამვლის შესახებ საქინფორმმა ნოვიჩოკის ერთ-ერთი შემქმნელის, ლეონიდ რინკის განცხადება გამოაქვეყნა. რინკის თქმით, ნავალნის კომიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ ის ნოვიჩოკით არ მოუწამლავთ.
გიორგი ლომიას განცხადება, თითქოს აღმოჩნდა, რომ ნავალნი ნოვიჩოკით არ მოწამლულა, დეზინფორმაციაა. გერმანიის მთავრობის განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ რუსეთის ოპოზიციური ლიდერი იმავე ნერვული აგენტით არის მოწამლული, რომლითაც 2018 წელს ბრიტანეთში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.
ვის არ სჯერა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის?

აპატიმრებენ თუ არა ხალხს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე?

 

5 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმაალტ-ინფომგამოაქვეყნა Alpha Dominant-ის სახელით ცნობილი ემრე ქუჩუქის ვიდეო, სადაც ის ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის შემდეგ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ძალადობის მოტივით აპატიმრებენ, თუმცა ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ასევე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ტოლერანტული მიდგომა და მათი სასჯელის შემსუბუქება. ვიდეოში ავტორს რამდენიმე შემთხვევა აქვს განხილული.
ალტ-ინფო მიერ გავრცელებული ინფორმცია, თითქოს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე ადამიანებს აპატიმრებენ, დეზინფორმაციაა, რადგან აღნიშნული კანონი მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და არა სისხლისსამართლებრივს. რაც შეეხება კანონმდებლობის შერჩევითად გამოყენებას, ეს შეფასება ნახევრად სიმართლეა, თუმცა ალტ-ინფოს მიერ მოყვანილი ფაქტები ამ შეფასებასთან არარელევანტურია, რადგან ყველა შემთხვევა სიძულვილით მოტივირებული არ არის, ხოლო ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.
აპატიმრებენ თუ არა ხალხს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე?

 

ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?

 

გაზეთ ალიას 31 აგვისტო - 6 სექტემბერის ნომერში ელიზბარ დიაკონიძემ, სასულიერო პირმა, სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, თითქოს ამერიკაში ადამიანები გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ  სითხეს მოიხმარდნენ. მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში ჰოლივუდის მსახიობებიც არიან ჩართულები.
სასულიერო პირის, ელიზბარ დიაკონიძის მტკიცება, თითქოს ამერიკაში ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს გასაახალგაზრდავებლად და გასალამაზებლად  მოიხმარენ, კონსპირაციაა. ამ თეორიას QAnon- ავრცელებს, რომლის მხარდაჭერები FBI-მა საშინაო ტერორისტულ საფრთედ გამოაცხადა.
ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ? 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია