დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილის რატიფიცირება
2020/09/16 14:46:32

 

16 სექტემბერს,11.00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან  ოპოზიციური პარტიები: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“,  „სტრატეგია აღმაშენებელი“ , „ერთიანი საქრთველო“ და „ გირჩი“ ხელს მოაწერენ შეთანხმებას ,რომელიც NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული ოპოზიციის მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების ნაწილის რატიფიცირებაა.

 

   შეთანხმება გულისხმობს- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით  უამრავი რეფორმის განხორციელებას.

 

  ზემოთ ნახსენები შეთანხმება- არის ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე რაუნდი. პირველი  მარტში გაიმარა , რომელიც სასამრთლოების რეორგანიზაციას ეხებოდა.

 

  ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ეს ფორმატი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა,თუნდაც ხელმომწერებს მომავალში დაემატოს.

 

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

                

                    შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

1.            პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2.            თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3.            ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

 

 

                        პროკურატურა

 

1.            ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2.            პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3.            ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

 

                                სუს-ი

1.            სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

 

2.            დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია