დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო
2020/09/15 15:22:00

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დღეს  09:00 საათიდან განახლდა.

 

„ტელესკოლ“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.

 

სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებსაც მოიცავს. ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს, ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობაც ექნება.

 

ახალ სეზონზე „ტელესკოლაში“ ორი ახალი გადაცემა: „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“ დაიწყება.

 

პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში. მასში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.

 

საეთერო ბადე მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია