დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოისტორიები „რეგიონიდან“
2020/09/15 12:42:00

16 სექტემბერს, ფაბრიკაში, პროექტის „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების ნამუშევრებს გაეცნობა. ფოტოისტორიები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების, არსებული საინტერესო ადგილებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ არის მომზადებული, მათ შორის: სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონში, ცხინვალში.

პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტომასალები ნათლად ასახავს ადგილობრივ პრობლემებს, მაცხოვრებლების ყოფა-ცხოვრებასა და ყოველდღიურობას. ფოტოჟურნალისტებმა საზოგადოებას საინტერესო და ზოგჯერ მივიწყებული პროფესიების ადამიანებიც წარუდგინეს, ყურადღების მიღმა რეგიონში მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევაც არ დარჩენიათ.

ორგანიზატორებმა ახალგაზრდებისთვის კონკურსიც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისთვის მნიშვნელოვან თემაზე ფოტოისტორია მოემზადებინა. კონკურსში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო, გამარჯვებული დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება.

პროექტს „ფოტოისტორიები „რეგიონიდან““ ფრიდრიხ ებერტის ფონდი და თავისუფალი ასოციაცია ახორციელებენ.

 

მის: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის 8

კონტაქტი: 577 78 39 78 (ეკა)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია