საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხათუნა გოგორიშვილი:"სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე, დანაშაულია!"
2020/09/14 20:24:00

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი, დაავადებათა კონტროლის გურიის ცენტრს მიმართავს, ჩაუტაროს მასწავლებლებს ტესტი კორონავირუსზე.

 

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, მასწავლებლებზე ტესტის არ ჩატარება არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, არ დაუშვან სასწავლო წლის დაწყება ისე, რომ მასწავლებლებს არ ჩაუტარდეთ ტესტი.

 

სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე დანაშაულია!!!

 

ბოლო ერთი კვირაა გურიამ, სამწუხარაოდ, დაკარგა კოვიდ მწვანე ზონის სტატუსი. ამ წუთის მდგომარეობით კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ 23- მიაღწია. მათ შორის 4 პედაგოგია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხაკაურასა და სოფელ ზოტის მასწავლებლებს დაუდგინდათ კოვიდ-19. აგრეთვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებს შორისაა სოფელ ქვედა ბახვის 2 პედაგოგი. ამ ოთხი სოფლის სკოლებში ხვალ სწავლა არ დაიწყება. მაგრამ სწავლა დაიწყება სამივე მუნუციპალიტეტის ათეულობით სხვა სკოლაში.

 

მინდა მივმართო დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის ხელმძღვანელს არჩილ მჟავიას: სასწავლო წლის დაწყება პედაგოგების მასობრივი ტესტირების გარეშე არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია!!! გასაგებია, რომ თქვენთვის, როგორც ოცნების ჩინოვნიკისთვის ივანიშვილის მონური მორჩილება მთავარი პრიორიტეტია. ალბათ ამიტომაც ჩაატარეთ გუშინ უფასო ტესტირება შეკვეთილში, მუსიკოსების პარკში. მთავარია ბიძინას გარემოცვა და მომსახურე პერსონალი იყვნენ ჯანმრთელები. (იყვნენ, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია!)

 

ბატონო არჩილ, იქნებ სხვა ადამიანებზეც გეფიქრათ?! ჩაგეტარებინათ პედაგოგების მასობრივი ტესტირება, ან ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და თავშეყრის სხვა ადგილები შემოგევლოთ მსგავსი აქციით!

 

ხვალ გურიის სკოლებში ათეულობით ათასი ბავშვი აპირებს შევიდეს საკლასო ოთახებში, სადაც შეიძლება ინფიცირებული პედაგოგი დახვდეს. თუ პედაგოგების დენდროლოგიურ პარკში კოლექტიურ ექსკურსიებსაც გავითვალისწინებთ, ამის ალბათობა მაღალია.

 

განსაკუთრებით მინდა მივმართო გურიის რწმუნებულს - ზურაბ ნასარაიას, ოზურგეთის მერს - კონსტანტინე შარაშენიძეს, ჩოხატაურის მერს - ირაკლი კუჭავას, ლანჩხუთის მერს - ალექსანდრე სარიშვილს: გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და არ დაუშვათ სასწავლო პროცესის დაწყება პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის მასობრივი ტესტირების პროცესის გარეშე!“ - აცახადებს ხათუნა გოგორიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 59
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია