დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაალ კაპანაძე დანინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
2020/09/13 12:15:00

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზება იყო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებული კლინიკების გარკვეული ნაწილის კოვიდცენტრებად გადაკეთებას, რათა  ინფიცირებული პაციენტების დახმარება დროულად განხორციელდეს.

შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებით 300 საწოლის გამოყოფის თაობაზე. ჯამში აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია