დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომითი ურთიერთობები
ქუთაისში მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი დაარსდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/09/13 11:26:57


ქუთაისში საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის იმერეთის ორგანიზაცია დაარსდა. 


სემინარზე შეკრებილ მედიკოსებს პროფკავშირების საქმიანობა და ის  საკანონმდებლო ბაზა გააცნეს, რაც მათ დამსაქმებელთან ურთიერთობას არეგულირებს.

 

მედიცინის  მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, შრომითი უფლებების სხვადასხვა ტიპის დარღვევის შემთხვევები არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მედიკოსებმა დამსაქმებელთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებები იცოდნენ. გარდა ამისა, ორგანიზაციის შექმნის მიზანი ექიმების გაცვლით პროგრამებსა თუ სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ სემინარებში  ჩართვით მათი  კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაა.

 

 „ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმერეთის რეგიონში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების დონის  ამაღლება.  ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, მედიკოსებს მივაწოდოთ ინფორმაცია მათი შრომითი უფლებების შესახებ. თუ როგორ   უნდა ითანამშრომლონ დამსაქმებელთან, რა უფელებები აქვთ შევებულებებთან, ხელფასებთან და სხვა  მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.  ზოგიერთ ორგნიზაციაში არის  ხელფასების დაგვიანებისა თუ უმიზეზო გათავისუფლებების შემთხვევები, სწორედ ასეთ სიტუაციებში იმუშავებს პროფესიული გაერთანება,-“განაცხადა  ირაკლი ამირანაშვილმა. 

 

 ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრას დასავლეთ საქართველოს სამი სამედიცინო დაწესებულების მედიკოსები ესწრებოდნენ.

 

 ზოგადად, მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე წევრს აერთიანებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია