დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ (R)
2020/09/11 21:46:00

„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შეიქმნა.

კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპლექსის მფლობელმა მიხეილ შეყრილაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, „ვილა მოსავალი“ წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით შექმნილი პროგრამების კონკრეტული შედეგები ყველა რეგიონში ხელშესახებია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია