დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა (R)
2020/09/11 17:26:00

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს "ალუტექ ჯორჯიასთანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

ქარხანა მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით აშენდა და რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს. "ალუტექ ჯორჯიას" საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

"ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამააწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული მოქალაქე ჰყავდეს ჩემს ქალაქს, რასაც მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია