დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბულვარში კორონავირუსზე სწრაფი ტესტები უტარდებათ პედაგოგებს და იმ პირებს, ვინც ბათუმსა თუ ქობულეთში ისვენებდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/11 13:37:01

 

 

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ გასულ 24 საათში იმერეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 28 შემთხვევა სრულად უკავშირდება ქუთაისს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი ზომები სწრაფი ტესტების გასაკეთებლად.


ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში უკვე განთავსებულია კარავი, სადაც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომის მქონე ნებისმიერ პირს სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია. ხელისუფლება განსაკუთრებული აქტიურობისკენ იმ პირებს მოუწოდებ, რომელთაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ აჭარის რეგიონთან.


ცნობილია, რომ ინფიცირებულებს შორის არიან ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 24 თანამშრომელი, რესტორნების ქსელვენდის”-სა და ქუთაისის მერიის ერთ-ერთ აააიპში დასაქმებული.


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვირუსზე ტესტირება იმ პედაგოგებს უტრდებათ, რომლები უახლოესი დღეების განმავლობაში ბათუმში ან ქობულეთში იმყოფებოდნენ, ან 32- სკოლის კლასტერთან სავარაუდო შემხებლობა ჰონდათ.



"
დღეს დავიწყეთ მასწავლებლების ტესტირება. ეს არიან ისინი, რომლებიც 32- სკოლის მასწავლებელებთან შესაძლო შემხებლობაში იყვნენ. ასევე ტესტირება უტარდებათ იმათაც, რომლებიც ბოლო პერიოდში ქობულეთში ან ბათუმში იმყოფებოდნენ. სწავლის დაყებამდე ყველა ამ პედაგოგის ვირუსზე შემოწმება მოხდება."



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა და მათი დიდი ნაწილი მოძიებულია.



კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად,ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  ჯერჯერობით არ იგეგმება ქუთაისის ჩაკეტვა. ხოლო 32-ე სკოლაში სწავლის დაწყება 1ოქტომბრამდე გადავადდა.


***


რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, ადგილზე კოვიდდადებითი 18 პაციენტი ჰყავთ. პაციენტები ძირითადად დასავლეთ საქართველოდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



18 პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, რომელთა შორის 7 ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ შემთხვევაშიც დამაკმაყოფილებელია.



ცნობისათვის: საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია