დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია "დაინახე ყველაფერი" აცხადებს იდეების კონკურსს ახალგაზრდებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/09/08 18:36:00

ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია #დაინახეყველაფერი აცხადებს იდეების კონკურსს 15-18 წლის ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ონლაინ იდეათონის მიზანია, მონაწილეებმა შეიმუშაონ იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ არსებული სტიგმის დასაძლევად, ორი მიმართულებით: საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა ან/და ინკლუზიური და სტიგმისგან თავისუფალი გარემოს მხარდაჭერა.

 

იდეების კონკურსს ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანია #დაინახეყველაფერი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ინიციატივით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

 

იდეათონი მოიცავს 23-26 სექტემბერს დაგეგმილ ცნობიერების ამაღლების ოთხ ონლაინ სემინარს, რომელთა საფუძველზეც მონაწილეებმა, ინდივიდუალურად ან გუნდურად (არაუმეტეს 3 ადამიანისა), უნდა განავითარონ იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სამი გამარჯვებული კამპანიური ხასიათის პროექტის განხორციელებას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი.

 

სესიები Design thinking-ის მეთოდის გამოყენებით ჩატარდება. შესაბამის ექსპერტთან ერთად, ახალგაზრდების მენტორები იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, მათი მშობლები და გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტები. 

 

სემინარები მოიცავს შემდეგ თემატიკას:

·         შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ არსებულ მითები და რეალობა, სტიგმის დაძლევის სტრატეგიები.

·         ემპათია და პრობლემის გამოვლენა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი მშობლების ბარიერები.

·         იდეების განვითარებისა და წარმატებული კამპანიის განხორციელების მეთოდოლოგია.

საკომუნიკაციო პროექტის თემატიკის შერჩევისა და პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეების პროექტს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშია გაეროს ბავშვთა ფონდისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და მათი მშობლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 2 ოქტომბერს. ჟიურის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება კამპანიის „დაინახეყველაფერი“ Facebook გვერდზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად, არაუგვიანეს 21 სექტემბრისა. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია მომცემულ ბმულზე: https://bit.ly/2ZjnLIZ

 

დამატებითი ინფორმაცია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

 

ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

·         გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;

·         დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;

·         ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;

ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია