დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით (R)
2020/09/06 01:12:00

ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში.

როგორც მერობის კანდიდატმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ამის მაგალითი გელათის აკადემიაა.

"
ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება იმით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქალაქს და ქვეყანას აჩუქა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე, სულ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება და თავის პირველ სტუდენტებს მიიღებს. შეგეძლებათ ნახოთ თუ რა გარემოში იქნებიან ჩვენი სტუდენტები. მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახლავთ მისი პარტნიორი და უშუალოდ მის მენეჯმეტს ახორციელებს და ამით ალბათ, ბევრი რამ ნათელია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ჩვენი ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში.
ქუთაისი ხომ ისედაც გახლავთ ერთგვარი სამედიცინო ცენტრი, სადაც სამკურნალოდ ჩამოდიან არა მარტო დასავლეთ საქართველოდან", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

 

 

***

 

იოსებ ხახალეიშვილი: კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც და ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება

მე ქუთაისური ოჯახის შვილი ვარ და ჩემი წინაპრების საძვალე ამ ქალაქშია. მეხუთე თაობის ქუთაისელი ვარ და კარგად ვიცი ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც, პრობლემაც, გამოწვევაც. ვიცი ის გზა, რომელზეც გავა ჩვენი ქალაქის წარმატება და პროგრესი, რა თქმა, უნდა ამაში საჭიროა ყველა თქვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა, - ასე მიმართა ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელთაც მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქის წარმატების წინაპირობა მოქალაქეების ჩართულობაა.

"
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მივიდეთ თითოეულ ქუთაისელამდე. მოვისმინოთ თქვენი გასაჭირი, თქვენი პრობლემები და შემდეგ ერთად დავსხდეთ და მოვიფიქროთ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისათვის. ვერცერთი გამოცდილი გუნდი და ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას თუ არ უდევს ხელი მაჯისცემაზე და იმ საზრუნავზე, რომელიც მის ქალაქს გააჩნია. იმიტომ, რომ თქვენ უფრო იცით რა არის თქვენი საჭიროება, ვიდრე ჩვენ, ვინც კაბინეტებში ვართ. ჩვენი ქალაქის წარმატების წინაპირობა ბრძანდებით თქვენ, თქვენი ჩართულობა.

ჩემი გეგმის ამოსავალი იქნება ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გალამაზება. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქალაქში მომავალი წლიდან იქნება ახალი პროგრამა, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს საშუალებას მისცემს შეიქმნას საბჭოები, სადაც დასხდებით და იმსჯელებს თუ რომელი პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტული. გარკვეული ფონდები იქნება ქალაქის ბიუჯეტში და დააფინანსებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ. ეს იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მეტი აქტიური და თქვენვე იზრუნოთ თქვენ ქალაქზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ქუთაისს დაპაუზებულს უწოდებს და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ მოსახლეობას შეუქმნან განწყობა, თითქოს აქ არაფერი კეთდება.

"
ამ დროს ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, მაგრამ ამის დანახვას სჭირდება ქალაქის სიყვარული", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი დღეს საარჩევნო შტაბის  უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის  ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია