დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის წინ თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი გაიხსნა (R)
2020/09/06 01:07:00

ყველა ძირძველმა ქუთაისელმა იცის ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის მნიშვნელობა და თამარ დახუნდარიძის სახელი, ლეგენდარული პედაგოგის და მრავალი წლის მანძილზე მესამე სკოლის დირექტორის, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა პედაგოგის და დირექტორის ეტალონად ითვლება, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.



მერობის კანდიდატი ღონისძიებას მაჟორიტარობის დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე, თამარ დახუნდარიძის ძმისშვილი ირაკლი დახუნდარიძე იმყოფებოდა.



"
ქუთაისელი უნდა იყო, რომ ჩაწვდე ამ მოვლენის მნიშვნელობას და არსს. ამავდროულად უნდა გტკიოდეს გული თითოეულ თანაქალაქელზე  და ქართველზე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ფაქტიურად ჩვენი შვილების სულს ვანდობთ, განვუმტკიცოთ ავტორიტეტი, შევინარჩუნოთ მოწიწება პედაგოგების მიმართ  იმდენად, რომ მათი სახელი და პროფესიონალიზმის ამბავი თაობიდან თობას გადაეცემოდეს, როგორც ეს მოხდა ლეგენდარული თამარ დახუნდარიძის შემთხვევაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია