საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
UNDP-ს და ონის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/05 19:29:00

გაეროს განვითარების პროგრამის  ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი!
პროგრამის ფარგლებში მიღებული ფინანსები   პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.

 შეთანხმება დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის „ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს“ ფარგლებში შედგა.
UNDP-ის  მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ვრცლად  ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრეთ.
„დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დავიწყეთ ამ კონკრეტულ პროექტზე მუშაობა. პროექტი გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით დახმარებას. იგეგმება ტურისტული ადგილის მოწყობა, ონის შემოსასვლელის განათება, ასევე, საზაფხულო პავლიონების გაკეთება, სადაც მცირე მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ნაწარმის გაყიდვა. გადამზადდებიან გიდები როგორც ინგლისურ ენაში, ისე რეგიონის კულტურასა და ისტორიაში. ესაა ის პროექტები, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა.
ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამას წარმოვუდგინეთ სია განსახორციელებელი პროექტების შესახებ და ერთობლივი შეთანხმებით შევჯერდით ამ მიმართულებებზე. პროგრამების განხორციელება დაიწება მიმდინარე წელს“, - განაცხადა  დავით ჩიკვაიძემ.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია