დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზუგდიდში ეთნოსივრცე მოეწყო
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/02 18:56:00


ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს  - დეცენტრალიზაციის, კარგი თვითმმართველობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეთნოცენტრი გაიხსნა. 


ტრადიციული მეგრული რეწვის    ოსტატები  მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე შექმნილ პავილიონებში თავიანთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებენ. სავაჭრო-საგამოფენო 34 პავილონი მთელი წლის დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული.

 

 პროექტის მნიშვნელობაზე  გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითრების კოორდინატრს ოთარ კონჯარიას ვესაუბრეთ.

 

 „პროექტი „ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“  მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეების ხელის შეწყობას.  დამატებითი სავაჭრო სივრცის შექმნა  მეწარმეებს  პროდუქციის რეალიზაციას გაუმარტივებს.  ამ პროექტის მიზანია ერთის მხრივ, დამატებითი სამუშაო  ადგილების შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, მინიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული ლოკაციის გაჩენას, სადაც  ვიზიტორებს  შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულ სივრცეში  გაეცნონ ადგილობრივ კულტიურას, ტრადიციებს და მათთვის სასურველი ხელნაკეთი ნივთები შეიძონონ, რასაც აქაური ოსტატები ამზადებენ.

 

სწორედ ამ მიზნით მოხდა დადიანების სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე   ადგილის შერჩევა, ვინაიდან ტურისტების მთავარი ნაკადი ყოველთვის აქ მოძრაობს. პროექტში ჩართულია  34 მეწარმე, რომლებიც თავის მხრივ 40 შეგირდს გადაამზადებენ. მათი შერჩევა ზუგდიდის მერიის მიერ, მეწარმეების აქტიური საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა,“-განაცხადა ოთარ კონჯარიამ

 

 ეთნოსოფელის შექმნის იდეა  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელდა,  პროექტის დაფინანსება კი  გაეროს განვითარების ფონდიდან  შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართელოს რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის სამინისტროს მიერ მოხდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია