საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
30 ივლისი სიმბოლური თარიღია საბჭოთა მასობრივი ტერორის გახსენებისათვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/29 19:17:40

ხვალ, 30 ივლისს, 18:00 საათზე ინგოროყვას 22 ნომერთან - საქართველოს სსრ ჩეკას სახლთან, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას თბილისში დახვრეტილ მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს წაიკითხავენ. 

 

1937 წლის 30 ივლისს გამოვიდა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანება ნომრით N00447, რის შედეგადაც მიმდინარე პოლიტიკურმა რეპრესიებმა ახალი მასშტაბები შეიძინა. საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო, რისთვისაც შეიქმნა არასასამართლო ორგანო ე.წ “ტროიკა”, რომელიც ელემენტარული სასამართლო პროცედურების გარეშე, რამდენიმე წუთში წყვეტდა ადამიანის ბედს. ტერორის მასშტაბები გასცდა კომუნისტური პარტიის ელიტის წმენდას და მძიმე დარტყმა მიაყენა საზოგადოების ფართო ფენებს - განსაკუთრებით გლეხობას - რომელთა მიმართაც იყო დაგეგმილი ეს ე.წ. “კულაკური ოპერაცია”. ამ ბრძანებით, 1937-1938 წლების განმავლობაში და საბჭოთა ტერორის ყველა ეტაპთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული.

 

 

30 ივლისი სიმბოლური თარიღია საბჭოთა მასობრივი ტერორის გახსენებისათვის. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სამწუხაროდ ვერ დამკვიდრდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა გახსენების სამოქალაქო დღე და ადგილი, რაც მეხსიერების კულტურის სისუსტეს და ტოტალიტარიზმის გააზრების პროცესის ჩავარდნაზეც მეტყველებს. სახელმწიფომ ვერ მოახერხა ხსოვნის ადგილების მემორიალიზაცია და სათანადო სივრცეების შექმნა. ამიტომ ვფირობთ, რომ მოქმედების დროა - ეს სიცარიელე დღეს საზოგადოებამ უნდა შეავსოს და პრეცედენტები შექმნას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 88
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია