დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოდნა სიკვდიმდე შენია...
მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/22 12:38:25

 

მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი დღეიდან  დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე, ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრს ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მასწავლებლობის მსურველებს  წარმატება უსურვა.

 

ეკა დგებუაძე: ,,დღეს დაიწყო მასწავლებელთა გამოცდა და მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. სასიამოვნო სიახლეა, რომ 2020 წელს  მასწავლებლობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა.  ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სისტემაში შემოსვლის სურვილი. განათლების სამინისტრო ხელს უწყობს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. ასევე მნიშვნელოვანია დაფასებული იყოს პედაგოგის პროფესია."

 

მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ.მათთვის საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გროში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ტარდება.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორის საბჭოში შემავალი  სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

 

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა  და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის  (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.  ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის  გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

* ფიზიკური დისტანცია;

* დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;

* რესპირატორული ეტიკეტი;

* ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;

* კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე

* აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;

* დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია;

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

 

 

მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით,  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც  22 ივლისიდან   - 30 ივლისის ჩათვლით ტარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია