დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონში კიბოს სკრინინგის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/13 19:14:00

 

 

ზესტაფონში კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და "ჯეო ჰოსპიტალსის" ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის მედპერსონალი 2 დღის განმავლობაში კიბოს უფასო სკრინინგულ გამოკვლებებს ჩაატარებენ.

 

კლინიკას ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე ესტუმრა, კვლევების ჩატარებით დაინტერესდა,  მედპერსონალს და აქციის მომაწილეებს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში მსგავსი აქციების მნიშვნელობის შესახებ.


ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით  13 ივლისს  ზესტაფონის ,,ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკის ბაზაზე ძუძუს უფასო გამოკვლევების ჩატარება დაიწყეს. მოსახლეობას, ასევე, საშუალება ექნება ორი დღის განვავლობაში  დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში   "ჯეო ჰოსპიტალსის",  ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელისა და  მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩაიტაროს.  

 

,,ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის უმნიშვნელოვანესია  მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურა, რომელსაც შეუძლია სულ მცირე, მინიმალური დაზიანების აღმოჩენა. სკრინინგის პროგრამის მთავარი ბენეფიტია, რადიოლოგიური გამოსახულების ორმაგი, ბრმა კითხვა,როცა პასუხს განიხილავს ორი რადიოლოგი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგთა ჯგუფი.- განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ,მისივე თქმით მნიშვნელოვანია როცა კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სკრინინგის კამპანიაში, რაც ადამიანებში არსებული სტიგმის ნგრევას და სკრინინგის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

 

ძუძუს უფასო კვლევა, ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის გასინჯვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას.


,,ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს, სამწუხაროდ მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო, ამიტომ  ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების გამოვლენის შემთხვევაში,  ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა  სრული განკურნების საშუალებას იძლევა“– განაცხადა ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ებანოიძემ.


ცნობისთვის სახელმწიფო პროგრამით   უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი    ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ძუძუს უფასო სკრინინგი 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებს უტარდებათ
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;
მსხვილი ნაწლავის სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკის(ქალბატონები და მამაკაცები)) ბენეფიციარებს  ჩაუტარდებათ.


ეროვნული სკრინინგ ცენტრი აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. ჯეო-ჰოსპიტალსი“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ჩართულია საინფორმაციო კამპანიაში და აქტიურად უჭერს მხარს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა.


"ჯეოჰოსპიტალსის" ქსელის მასშტაბით ბენეფიციარები მსგავსი უფასო სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც სარგებლობენ, რადგან ჯეოჰოსპიტალსი კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია