საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები2020
საარჩევნო რეგისტრაციისთვის მომართვის ვადა პარტიების ნაწილისთვის დღეს დასრულდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/07/15 13:18:20

 

 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.


საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის  თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მიმდინარე წლის  1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ ცესკოსთვის.


განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53,  14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს  უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.


ამასთან შეგახსენებთ, რომ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197). 


პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია