დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
“გიდები ქოლგებით”-ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/29 18:17:06

 


გიდები ქოლგებით”-ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!- ამ დევიზით, საქართველოს ტურისტული სეგმენტი, კერძოდ საქართველოს გიდები, ეხმაურებიან უნგრელი კოლეგების მიერ, ფეისბუკის საშუალებით, სპონტანურად, დაგეგმილ ფლეშმობს, რომლებმაც გადაწყვიტეს ბუდაპეშტის ცენტრში შეიკრიბონ და ახალი კოვიდ-19-ს გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი, აქციით სიმბოლურად გამოაცოცხლონ, იგივეს მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს მთელს მსოფლიოში.


გამოწვევა მიიღეს ქართველმა გიდებმა და ერთდროულად, საქართველოს სამ დიდ ქალაქში თბილისში-რიყის პარკში, ბათუმში-პიაცას მოედანზე და ქუთაისში- ოქროს ჩარდახის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, 30 ივნისს 12სათზე ფერადი ქოლგებით შეიკრიბებიან და თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს, მონატრებულ მომსახურებას- გიდობას, გაუწევენ სრულიად უსასყიდლოდ.


ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა, რომ ტურიზმში, ათასობით და ასიათასობით ადამიანია მხოლოდ საქართველოში დასაქმებული.
ტურიზმის შეჩერებამ, კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლების გარეშე და თან, სრულიად გაურკვეველი ვადით.


ტურიზმი და გიდები, როგორც ყველაზე აპოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები, მშვიდობიანი გამოსვლით, გააფერადებენ, მოისიყვარულებენ, აახმაურებენ ძველი ქალაქის ქუჩებს, უამრავ საინტერესო და აქამდე უცნობ ამბავს მოუყვებიან თანაქალაქელებს და საზაფხულოდ მათ ქალაქებში სტუმრად მყოფ ხალხს.


რატომ ქოლგები?! რადგან ნებისმიერ ამინდში, წვიმაშიც და მზეშიც, გიდები ენთუზიაზმით სავსე, მუშაობენ სტუმრებსითვის დაუვიწყარი შთაბეჭდლებების მოსახდენად, რატომ და- ქოლგა ზოგადად, გიდის მზრუნველობის სიმბოლოა, რატომ და -ფერადი ქოლგები, დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს, ვიზუალურადაც ძალიან გამოაცოცხლებს.


აქცია დაიგეგმა სხვადასხვა ტურისტული ასოციაციების და რეგიონების, ასევე ფრილანსერი გიდების ორგანიზებით,

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია