დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"დაგვიბრუნეთ პარლამენტი!" - ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა საარჩევნო მიმართვის ვიდეოკლიპი გადაიღეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/28 17:47:00

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები მიერ პარლამენტის შენობის წინ ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობს.

 

კლიპში მონაწილეობის მისაღებად საკანონმდებლო ინსტიტუტის ყოფილ შენობასთან პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების იდეით გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის და პოლიტიკური გემოვნების  ადამიანები შეიკრიბნენ.

 

როგორც გადაღებების ორგანიზატორები, სამოქალაქო მოძრაობის " დატოვე პარლამენტი ქუთაისში"   წევრები ამბობენ, ქუთაისელები თავიანთი ქალაქის სტატუსის დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ვიდეორგოლი კი პოლიტიკური პარტიებისადმი  ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი  წინასაარჩევნო გზავნილი იქნება.

 

ამ ვიდეო რგოლით ქუთაისელი  აქტივისტები  მკაფიოდ ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებხში მხარს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერენ, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობას დადებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია