საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის პროფკავშირული სკოლის წარმატებული მონაწილეები დააჯილდოვეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/26 19:29:00

ქუთაისში, სასტუმრო "იმერი პარკ ჰოტელის" ღია სივრცეში  გაიმართა   ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  ერთობლივი პროექტის  „რეგიონებისკენ! პროფკავშირული საგანმანათლებლო პროგრამა  შრომითი უფლებების შესახებ თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში დასაქმებულთათვის“ ფარგლებში ჩატარებული ქუთაისის პროფკავშირული სკოლის დახურვის ღონისძიება.

 

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელობა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლები, სკოლის მონაწილეები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმერეთის რეგიონში პროფკავშირულ სკოლის შედეგები,  მიზნები და პერსპექტივები.

სკოლის  წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია