დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლებში Minecraft Education Edition-ის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/16 18:52:14

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“თანამშრომლობითა და კომპანიის“MindworksEducationჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში“Minecraft Education Edition”-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

 

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააანონსა,ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში  საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "MinecraftEducationEdition“, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

 

“MinecraftEducationEdition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები,ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “MinecraftEducationEdition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.  

 

პროგრამის დანერგვის პირველ ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს.ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომელებიც მონაწილეობასიღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყველკვირეული ონლაინტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენსასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებშისაპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.

პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიანგადამზადებული მასწავლებელი, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ“MinecraftEducationEdition” -ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე,მომზადდასატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმან ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენქოუჩები და ექსპერტები. ესყველაფერიკიხელსშეუწყობსსასწავლო პროცესში  “Minecraft Education Edition”-ისეფექტიანადინტეგრირებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია