დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მორიგი პერფორმანსი
გოგი წულაიამ ქუთაისის პოლიციის მეორე რაიონული განყოფილების შენობას "ცერცვი შეაყარა"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/06/11 18:16:22

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ   ქუთაისის  პოლიციის მეორე რაიონული განყოფილების შენობას "ცერცვი შეაყარა".  ამ პერფორმანსით გოგი წულაიამ შერჩევითი სამართალი გააპროტესტა და  მოქალაქეებს მოუწოდა დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადონ.

 

მისი თქმით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა პანდემიის დროს,  როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალული იყო, კანონი დაარღვიეს. წულაიას განმარტებით,  მერიის შენობის აივანზე 8 თანამშრომელი დისტანციის დარღვევით იყო გამოსული, თუმცა სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებით, მათ ჯარიმა  არ დაკისრებიათ.

 

"არის ასეთი გამონათქვამი-შეაყარე კედელს ცერცვი, ამათთან საუბარი არ ჭრის. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, გადავიღე, მივმართე პატრულს და დაიწყეს საქმის მოკვლევა. მოვედი და ველოდები პასუხს, თუმცა, ვიცი, რომ არავის დააჯარიმებენ. ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს, ამოიღოს ჯარიმები. მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ გადაიხადონ თანხა, სანამ თვითონ მერიის და სამინისტროების თანამშრომლები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, ჯარიმას არ გადაიხდიან,"-განაცხადა გოგი წულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია