დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული კონკურსის "შემოქმედებითი ზაფხულის" მონაწილეები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დაასაჩუქრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/06 10:24:56

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად გამოცხადებული პროექტის - „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა სახის საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ და „რიწის“ საიუბილეო ნომრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.

 

შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული კონკურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდება და გამარჯვებულები 15 სექტემბერს გამოვლინდებიან. 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი გელენავა, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია