დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერი:"უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/06/05 09:54:00

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვედა და პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

მან მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე გააკეთა და განაცხადა, რომ შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

 

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით მზად ვინ არის, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ (არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო). ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი გახარიამ  შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს შანსი აქვს,  პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

 

„კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

 

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც. არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 840
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია